,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის”- პუტინი

,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის შეფასებით, დელიმიტაციის, ტრანსპორტის განბლოკვისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების შესახებ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტაბილური ნორმალიზაცია.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, ამით ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელი გახდება.

 

მსგავსი თემები