,,დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა”- ნიკოლ ფაშინიანი

,,დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ​გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა, მით უმეტეს, რომ დღემდე ჩვენ რეალურად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე” – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის შეფასებით, ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს როგორც სომხეთს, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას და ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა.

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა სომხეთი, აზერბაიჯანის მხრიდან სულ მცირე სამჯერ გახდა აგრესიის მსხვერპლი”- აღნიშნა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები