EuroNews – ევროპარლამენტის ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც უწყებამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტარებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, – ინფორმაციას EuroNews ავრცელებს.

ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა განაცხადა, რომ ვებგვერდის ხელმისაწვდომობაზე გავლენა მოახდინა გარე ტრაფიკმა.

„ეს ტრაფიკი დაკავშირებულია კიბერთავდასხმასთან. ევროპარლამენტის გუნდები მუშაობენ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები