,,რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა” – მაია სანდუ

“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა”, – ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ ავრცელებს.

სანდუს განცხადებით, მოლდოვის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა.

ელექტროენერგიის შეზღუდვაზე წერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეი სპინუც. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის 50%-ზე მეტს ახლა შუქი არ აქვს.

“მასიური გათიშვა მოლდოვაში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. მოლდელექტრიკა მუშაობს, რომ აღადგინოს ქვეყნის ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი”, – წერს მინისტრი ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები