,,მე გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ცინიზმით ეხმაურება.
,,ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორიზმის სპონსორად“ ცნობს. მე გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ” – წერს ზახაროვა Telegram-ზე.
494 მომხრე, 58 მოწინააღმდეგე – დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

მსგავსი თემები