ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე.

პუტინს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  დახვდა.

სამიტში სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

მსგავსი თემები