ბათუმში 15 წლის გოგოს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლების ნებართვის გარეშე გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ბებიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც კლინიკას უჩივლა.

,,ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ”, – ამბობს მოზარდის ბებია “ბათუმელებთან”.

“ბათუმელებთან” ბავშვის დედაც ადასტურებს, რომ კოსმეტიკური პროცედურები გოგოს მისი თანმხობის გარეშე გაუკეთეს.

მსგავსი თემები