,,ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია”- დავით არახამია

“ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ევროპარლამენტის მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ გამოცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია.

,,რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი. ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს კენჭისყრა წაახალისებს ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაში,”- წერს დავით არახამია.

მსგავსი თემები