,,რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ გამოცხადებას ეხმიანება. ზელენსკის  თქმით, რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს.

,,მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.  რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს და პასუხისგებაში მიცემული, რათა შეწყვიტოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა

მსგავსი თემები