ბალენსიაგას ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ

Balenciaga-ს  ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ. კრიტიკა ბრენდის ახალმა კამპანიამ დაიმსახურა, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ.

დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.

„ბალენსიაგამ თავისი ახალი პროდუქციისთვის ახლახან…საინტერესო…ფოტოსესია მოაწყო, რომელიც გამიზნულად ცუდად დამალულ სასამართლო დოკუმენტებს შეიცავს ‘ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის’ შესახებ”, – წერს მომხმარებელი.

ბავშვების ფოტოსესიისა და სასამართლო დოკუმენტების გამოყენების გამო ბალენსიაგამ  ბოდიში მოიხადა.

„გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ”, – ნათქვამია ბრენდის განცხადებაში.

მსგავსი თემები