,,არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება”- მეუფე ნიკოლოზი

,,არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება,” – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მეუფემ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა – ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს უკვე გაიარა ჯერ 90-იან წლებში შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მსგავსი თემები