,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა…არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი,  ოლენა ზელენსკა  რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმას ეხმიანება, რომელსაც ახალშობილი ემსხვერპლა. ზელენსკა გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა…

საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა” – წერს ოლენა ზელენსკა.

მსგავსი თემები