,,ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“- ვანო მერაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, – წერს მერაბიშვილი.

შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციებია დაანონსებული.

მსგავსი თემები