,,ჩვენი შემდეგი პრობლემა შეიძლება იყოს ყაზახეთი”- ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ყაზახეთზე ისაუბრეს

,,ჩვენი შემდეგი პრობლემა შეიძლება იყოს ყაზახეთი”- ამის შესახებ Россия 1-ის ეთერში, კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრეს.

გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ  ”შესაძლებელია, ყაზახეთში იგივე ნაცისტური პროცესები განვითარდეს, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“. რასაც  გადაცემის წამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვიც დაეთანხმა და აღნიშნა,  რომ ყაზახეთში ბევრი რუსი ცხოვრობს და რუსეთს ამ ქვეყანასთან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს.

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რომან ვასილენკოს თქმით,  გადაცემის მონაწილეები რუსეთისა და ყაზახეთის ურთიერთობებს აზიანებენ.

„პირველ რიგში, მიგვაჩნია რომ ისინი არ ასახავენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას, მეორე, ისინი აზიანებენ რუსეთისა და ყაზახეთის ტრადიციულ ურთიერთობებს, მესამე ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები