„ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის დაზიანების გარდა, არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ”ეს ნათლად ჩანს იმ პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“.

„ევროკავშირის გაფართოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც ფაქტობრივად თავიდან გახაზა ევროკავშირის საზღვრები, სადაც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იყო აღნიშნული. ეს მოხდა ზუსტად იმ კონგრესზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა იყო და უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის გაფართოების მიზნით და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და პირველივე დღიდან ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას. პერსპექტივის სტატუსის მიმართ „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილის ენით გამოვიდა, მაგრამ მათ ეს დესტრუქციული ქმედებებიც ჩაუფლავდათ. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, გარდა იმასა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა დააზიანონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. ეს ნათლად ჩანს იმ პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები