სროლა სუპერმარკეტში – დაიღუპა ათი ადამიანი

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სუპერმარკეტის მენეჯერი იყო.

თავდამსხმელმა ცეცხლი მომხმარებლებს გაუხსნა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინციდენტი ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპიკში მოხდა. სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

მსგავსი თემები