,,დეკემბერ-იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,წელს, გრიპის შემთხვევების მატება შედარებით ადრე დაიწყო, გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით,  ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი, ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები  H1-N1 ტიპის ვირუსის.

„საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ- იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა და დააფიქსირა, რომ პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამცველობითი უნარი ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ მოლოდინი, რომ შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

“პიკი ნოემბერ-დეკემბერში იქნება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები