თურქეთი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიაში სახმელეთო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს. 

“უკვე რამდენიმე დღეა ტერორისტებს ვუახლოვდებით ჩვენი თვითმფრინავებითა და შეიარაღებით. ღმერთის ნებით, რაც შეიძლება მალე გავანადგურებთ ყველას, ჩვენი ტანკებითა და ჯარისკაცების მეშვეობით”. – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰერო იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განლაგებულ ქურთ მებრძოლთა ბაზებზე, რომლებიც, უწყების განცხადების მიხედვით, თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა.

მსგავსი თემები