„გიდასტურებთ, ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს“ – პეტრე ცისკარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

„ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში „ფრი რაშა“, სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიის შიგნით, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც სთხოვს. ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი გენმდივანიც იყო, ამის გარდა, ის არის ჩვენი ამომრჩეველი და მხარდამჭერი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი თემები