,,ფაქტობრივად მარცხენა მხარს ვერ ამოძრავებს…ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული გახდება მომდევნო დღეებში”- ეკა ხერხეულიძე

,,სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია ის მძიმე მდგომარეობა, როგორშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იმ მძიმე და ცუდ მოლოდინს თვალს უსწორებს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ აღენიშნება ტემპერატურა და ტკივილები აქვს მხართან დაკავშირებით.

,,სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია ის მძიმე მდგომარეობა, როგორშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იმ მძიმე და ცუდ მოლოდინს თვალს უსწორებს, რა გვაქვს წინ, თუკი ამ ვითარებაში დარჩება. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციამ შეაცვლევინა მისი ურყევი პოზიცია პოზიცია „არა და არასდროს“ და რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს.

ძალიან ეფექტურია ამ გზაზე, როდესაც მიხვალ და ანახებ მიუკერძოებელი ექსპერტების დასკვნას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენი, რა თქმა უნდა არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი. ეს არის ასევე ბატონ შალვაზე დამოკიდებული, ასევე ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც ხელეწიფება დაიყოლიოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ყოველი ჩემი ვიზიტის დროს ტემპერატურა არის მაღალი, ექიმები უკეთებენ გადასხმებს. წუხილები და ტკივილები აქვს მხართან დაკავშირებით. ფაქტობრივად ადამიანი მარცხენა მხარს ვერ ამოძრავებს. არის წოლით რეჟიმზე და ზოგადი სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული. ეს ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული გახდება მომდევნო დღეებში, თუ ადამიანს დახმარებას არ აღმოუჩენენ“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

მსგავსი თემები