,,კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა”- თეონა დოლენჯაშვილი

,,ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია.. იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა,”- ამის შესახებ მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

,,ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია. დიდი მოლოდინი იყო, ბავშვებმა იყიდეს მაისურები, ბურთები, შეისწავლეს ნაპოლის ისტორია, იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა. ფეხბურთელი ალბათ ძალიან გატაცებულია თამაშითა და საკუთარი პოპულარობით, მაგრამ მისი პიარი მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ბავშვების იმედგაცრუება ტეხავს. ეს ვარსკვლავობა კი არა თავში ავარდნა და კონტექსტის გაუაზრებელი ძონძობაა:(((”,- წერს თეონა დოლენჯაშვილი.

მსგავსი თემები