,,პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება მელია და ხაბეიშვილი”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მელიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება და ისინი თავად ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.
„ძალიან დასანანი და ცოტა უხერხულია, როდესაც სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, მის მიერ ჩამოყალიბებულ ევროპული ყაიდის გაერთიანებაში დღეს იმართება ის, რაც იმართება [თავმჯდომარის არჩევნები], მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ თანმხვედრი ნაბიჯით დავხვდით. რამ მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალში ვიტყვი. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რადგან პარტია უნდა წარმოჩინედეს სრულიად სხვაგვარად ამომრჩევლის თვალში. დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე კანდიდატურები შემცირდება. როგორც ჩანს საბოლოო ჯამში იქნება 2 კანდიდატი – მე და ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები