ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა. CNN ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იავას კუნძულზე დაფიქსირდა. მათი მაგნიტუდა 5.6-ს შეადგენდა.

,,ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქისგან ჯაკარტისგან 100 კმ-ში მდებარეობდა და მიწისძვრა იქაც იგრძნობოდა”- წერს გამოცემა.

ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. საერთო ჯამში 1 700-ზე მეტი სახლი დაზიანდა და 3 900 ადამიანი ევაკუირებული იყო.

მსგავსი თემები