„რეგიონების კვირეული“ არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიება, ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან არავინ ჩამოვიდა -პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ დაიწყო. „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ დღეს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საჭიროა რეგიონებს დაეთმოთ სივრცე დედაქალაქში, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა და დიალოგები ერთმანეთთან.

ამასთან, როგორც პრეზიდენტი აცხდებს , მომავალ წელს თავის ოფიციალურ ვიზიტებზე რეგიონების წარმომადგენლებსაც წაიყვანს.

„რეგიონები მნიშვნელოვანი არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ ადგილზე გაცნობა მიმართულებების. საჭირო არის, რომ დედაქალაქში მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე სწორედ იმისთვის არსებობს ამ ფორმით, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, დიალოგი. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება გავაკეთეთ – ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, ვაფინანსებთ თქვენი ჩამოსვლის ხარჯებს. ეს არის თქვენი ადგილი, საკუთარი თავი ქვეყანაში და მის გარეთ წარმოაჩინეთ ისე, როგორც გინდათ.

ვაპირებ, რომ მომავალი წლიდან, როცა იქნება ჩემი ოფიციალური ვიზიტები, წავიყვან რომელიმე რეგიონის წარმომადგენელს, რომ შეძლონ, დაამყარონ ის ურთიერთობები, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ რეგიონიდან წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები