BBC- ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა

ირანის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი დღეს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისთან მატჩის წინ არ შეასრულა.

BBC ინფორმაციით , ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.

ცნობისთვის, ირანში ორ თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები