,,მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად” -კელი დეგნანი

,,მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად სამართლიანად მიმდინარეობდეს”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

“ჩვენ რეგულარულად, დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ თემაზე სახალხო დამცველთან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დიდი ყურადღების ქვეშ და მისი მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად” – აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები