ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩვნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა. 21 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ტოკაევს მოსახლეობის 85%-მა დაუჭირა მხარი.

“ხალხმა მე, როგორც პრეზიდენტს, დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა. ხალხის ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენ უნდა გავამართლოთ ამ ხალხის ნდობა” – განაცხადა ტოკაევმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ტოკაევის კონკურენტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების მხოლოდ 5.2% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 69% შეადგინა.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სექტემბერში ტოკაევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, როგორც მისი ფართო საკონსტიტუციო და ეკონომიკური რეფორმების ნაწილი.

მსგავსი თემები