,,ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი არ არის, ანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი”- ლევან დავითაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი არ არის. კანონში ძალიან მკაფიოდ იქნება ოლიგარქის განმარტება და კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი,”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას: „დეოლიგარქიზაცია არის მთავარი მოთხოვნა. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი?”

„რა თქმა უნდა, ბიძინა ოლიგარქი არ არის. კანონში ძალიან მკაფიოდ იქნება ოლიგარქის განმარტება და კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი. შესაბამისად, აღსრულების მექანიზმებიც იქნება კანონში წარმოდგენილი. ასე რომ, დაველოდოთ პროცესს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები