,,კაპიტნებს ვთხოვეთ, არ ატარონ ანტიდისკრიმინაციული სამკლაური მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე”- ფეხბურთის ასოციაციები

,,კაპიტანებს ვთხოვეთ, არ ეცადონ ატარონ ანტიდისკრიმინაციული სამკლაური ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე,”- ამის შესახებ ინგლისის, უელსის, ბელგიის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციები ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია.

მათივე განცხადებით,  ასოციაციები მზად იყვნენ გადაეხადათ ჯარიმები, თუმცა სამკლაურის ტარებისთვის ფეხბურთელებს შესაძლოა, მოედანიც კი დაატოვებინონ.

,,ფიფამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის სპორტულ სანქციებს დააწესებს, თუ ჩვენი კაპიტნები სათამაშო მოედანზე სამკლაურებს ატარებენ. როგორც ეროვნულ ფედერაციები, ჩვენ ვერ ჩავაყენებთ ჩვენს მოთამაშეებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ სპორტული სანქციები დაემუქრებათ, მათ შორის გაფრთხილებები (ყვითელი/წითელი ბარათი). ამიტომ კაპიტანებს ვთხოვეთ, არ ეცადონ ატარონ სამკლაური ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები