,,მზად ვართ ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის”- აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთი მზად არის ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ამის შესახებ არძინბამ სოხუმში რუსეთის ელჩთან, მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ, ირანთან ჩვენი კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. დღეს ირანის მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოების სისტემაშია” – აღნიშნა არძინბამ.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს მოსკოვში ირანის საელჩოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

მსგავსი თემები