ვაკის პარკის ბრინჯაოს ქანდაკებები „ვიღაცამ“ ეზოში დაიდგა?!

ბრინჯაოს ქანდაკებები, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული,  აღარ დგას. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი ქანდაკება კერძო პირის სახლში, ეზოში აღმოაჩინა. საიდან მოხვდა ქანდაკება კერძო პირის ეზოში, უცნობია.

„გაოგნებული ვარ. ვაკის პარკში მარმარილოს ფილები რომ დახსენით და ტალახში ნარევი ცემენტით კიბისმაგვარი რაღაც რომ გააკეთეთ და აშ ეგ ხომ ვიცით. ქანდაკება, რომელიც დიდად არ მომწონდა თუმცა ბრინჯაო იყო და პარკის კუთვნილება, აღარ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ გადაადნობენ ან რამე და ჰოი საოცრებავ. მოვდივარ ფეხით და ეს ქანდაკება ერთერთ ეზოში უდგას ტიპს, მართლა უკვე ეს არაფერში არ ჯდება. იქნებ გამცეთ პასუხი როგორ მოხვდა პარკის ქანდაკება ვიღაცის ეზოში, ზემო ვაკეში,  WTF მართლა არ გამიკვირდება მუზაც რომ წაიღონ“ – აცხადებს  ქანდაკების „აღმომჩენი.“

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს თბილისის საკრებულოს წევრი კოტე ზარნაძე. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. „რეალურად, ქანდაკება ეკუთვნოდა კლუბ “სენატ”-ს და მესაკუთრეს სადაც მოუნდა იქ წაიღო, ამ შემთხვევაში – ჩემი მეგობრის ეზოში“ – ამბობს ზარნაძე.

 

 

მსგავსი თემები