,,დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, რომ იზრუნოს ქვეყნისთვის”- გია ვოლსკი

,,ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელ, დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს, ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში შეუშალოს ხელი” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, რომ იზრუნოს ქვეყნისთვის, იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ოპოზიციური პლათფორმიდან.

”„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის შეთქმულთა ბანაკი და სამწუხაროდ ეს შეთქმულება უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ თვალწინ ვითარდება მოვლენები,  როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ფინანსური რესურსები ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელი ჯგუფი ჩაიგდებს უპირატესობას ხელში. უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო ხმამაღლა შეიგინება და ვინც უფრო კარგი ქურქუმალ ვაითით გამოირჩევა მათ შორის.

ერთნანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ცუდი იქნება, ვინც უფრო ცუდი იქნება, იმას აირჩევენ თავმჯდომარედ. არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში საქართველოს ინტერესები, საზოგადოების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთთან არამარტო „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის დაპირისპირება, ოპოზიციურ ფლანგზე წინ გაჭრა სურს მყვირალა გიორგი ვაშაძეს და ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვის, მეტ ხეპრულ გამონათქვამს გაავრცელებს საინფორმაციო სივრცეში, მეტ უპირატესობას მოიპოვებს. გარეთაც იქნება დაპირისპირება პირველობისათვის“  – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები