,,როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც”- მიკო სავოლა

,,საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა” – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიკო სავოლამ.

სავოლას შეფასებით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც.

„საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით ნატო-ში გაწევრიანებას. რატიფიკაციის პროცესი გრძელდება, 28 ქვეყანამ უკვე მიიღო ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ორის დასტურს ველოდებით. ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მიკო სავოლამ.

მსგავსი თემები