რუსეთში გაზის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კუნძულ სახალინზე მდებარე სოფელ ტიმოვსკოეში, ხუთსართულიან სახლში გაზის აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 8, 10 და 12 წლის ოთხი ბავშვია. მომხდარ ტრაგედიას სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკოც ადასტურებს.

წინასწარი ცნობით, სახლში 20-ლიტრიანი გაზის “ბალონი” აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთმა მცხოვრებმა სამზარეულოსთვის გამოიყენა. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი გაზიფიცირებული არ არის, მობინადრეები დღემდე გაზის “ბალონებით” სარგებლობენ.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს ფულად კომპენსაციას დაჰპირდა.

მსგავსი თემები