ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის, სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.

მსგავსი თემები