,,უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს – შესვენებას ძალების აღსადგენად, ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე

უკრაინის ლიდერის განცხადებით, გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი

„ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმე პარტნიორებს უკრაინის მიერ ინიცირებული 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

„უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის. უკრაინამ სწორედ ასეთი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. მე ის წარვადგინე გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე და გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ფორმულის განხორციელებაში! ეს არის ერთადერთი გზა ნამდვილი მშვიდობისკენ” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები