მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი – ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზეა

ბრიტანულმა გამოცემა Fourfourtwo-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ბოლო წლებში პირველად, 100 საუკეთესოს შორის ქართველიც მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია სიაში 37-ე ადგილზეა და ბევრ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს.

„100 საუკეთესო მოთამაშის საბოლოო რეიტინგის შედგენის დროს გვინდოდა, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვყოფილიყავით. მოთამაშეთა შერჩევისას გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი და ტალანტი. ჩვენს სიაში მოხვდნენ მომავალი ვარსკვლავები და ასევე ის შესანიშნავი მოთამაშეები რომელთა თამაშიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდება“ – წერია სტატიაში.

„კვარაცხელია უცნობი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში  სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ სათამაშოდ დაბრუნდა. ახლა კი „ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით „ანგრევს“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას. კვარაცხელია, გარემარბია, რომელსაც უყვარს შეტევა, ჭკვიანი მოთამაშეა და კარგად იცის, როგორ გააკონტროლოს თამაშის ტემპი“ – წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც.

მსგავსი თემები