,,ჰონგ-კონგის” ვირუსი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლაა – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით კი სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ ,,მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჩხაიძის განმარტებით, წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

„შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მსგავსი თემები