სოფელ გომთან, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს

სოფელ გომთან, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ფიზიკურად იძალადეს თურქ კაცსა და ქართველ ქალზე.
დაშავებულები ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალს თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა. სასადილო, სადაც ინციდენტი მოხდა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, დაწესებულებაში ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები.

მსგავსი თემები