„ქვეყნის მართვა ხალხის ხელში უნდა იყოს“ – ჩინეთის ელჩი სახალხო დემოკრატიის უპირატესობაზე

„ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება. ჩვენი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი შემდეგი ოთხი კრიტერიუმით ფასდება“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარველოში ჭოუ ციენი, რომელმაც მედიასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები განიხილა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მთელი პროცესის სახალხო დემოკრატიაზე უნდა იყოს აწყობილი და ქვეყნის მართვა ხალხის ხელში უნდა იყოს.

„რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ამ მონაპოვრის უკან „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ დგას. ეს არის დემოკრატიის ყველაზე ფართო, ჭეშმარიტი და  ეფექტური ფორმა“. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება“ – აღნიშნა ელჩმა და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელი ოთხი კრიტერიუმი დაასახელა.

„1. აქვს თუ არა ხალხს ხმის მიცემის და პოლიტიკაში ფართო მონაწილეობის უფლება; 2. საარჩევნო პროცესში რა სახის ზეპირი დაპირებები მიიღო ხალხმა, ხოლო არჩევნების შემდეგ მათგან რამდენი შესრულდა; 3. რა პროცედურები და წესები არის კანონითა და რეგულაციებით განსაზღვრული და რამდენად მკაცრად სრულდება ისინი; 4. ძალაუფლების აღსრულების პროცედურები და რეგულაციები რამდენად არის დემოკრატიული და მისი ზედამხედველობა და შეზღუდვა სინამდვილეში რამდენად შეუძლია ხალხს. ჩვენ ვამაყობთ, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ ჩინეთის ეროვნულ პირობებს, ისტორიასა და კულტურას ეფუძნება და ხალხის ნებას ასახავს“ – აცხადებს ელჩი ჭოუ ციენი.

მსგავსი თემები