„არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შესაძლებელია, ბევრი რამ არ ჰქონდეს, თუმცა, რაც მთავარია, გვაქვს ადამიანური ძალა და ადამიანური ტვინი.

„გუშინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, ესეც ბუნებრივი რესურსია, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია, მეტი გვქონდეს. როგორც პატარა ქვეყანას, დიდი რაოდენობის არ გვაქვს, მაგრამ დიდი ოდენობით გვაქვს ადამიანური ძალა, ადამიანური ტვინი და სურვილი, რომ საქართველო ექსპორტზე გავიტანოთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიასპორებთან კავშირების შენარჩუნება.

„ნებისმიერ ქართველს, ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, უკვე დაბრუნდა თუ სხვა გზა აირჩია, ყოველთვის აქვს კავშირები საქართველოსთან და ყოველთვის მოწადინებულია ქვეყნის მცირე ნაწილი მაინც გააცნონ გარე საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. როგორც იცით, ახლა, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი საზღვრებს გარეთ იმყოფება, რაც ბოლო ათწლეულებში სიახლეა, ეს არის კაპიტალი, თუ მოვახერხებთ დიასპორასთან კავშირების შენარჩუნებას“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები