„თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი” და  სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,  რადიკალური ოპოზიცია  კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ გადაიქცა. ამ ყველაფრის შედეგი რაც იქნება. ქართული საზოგადოება მალე ნახავს.

„თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ ვუკავშირებთ ერთმანეთს ომს და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დროს თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე – „აბა ომი გინდათო“? ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელია განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით, როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა. ეს არის თქვენი დამოკიდებულება რუსეთთან – იმის მიშვერა, რაც არ შეიძლება რუსებს მიუშვირო“,- განაცხადა კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია სხვა არაფერია, თუ არა „ქურქუმალ ვაით“.

„ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი, ლევან ხაბეიშვილი იტყოდა „ქურქუმალ ვაით“ (Curriculum Vitae) თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი” და ამ „ქურქუმალ ვაითით“, სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

 

მსგავსი თემები