,,მაგრად დაგერხათ“- ლევან ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

,,წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი – ანტონის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ”- ამ სიტყვებით  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას მიმართა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტონის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები