კიევის მოსახლეობას საკვების, სასმლისა და სურსათის მარაგების შექმნისკენ მოუწოდებენ

კიევის მოსახლეობას საკვების, სასმლისა და სურსათის მარაგების შექმნისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა UNIAN კიევის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაცია დედაქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვისთვის მოემზადონ.

,,გააკეთეთ სასმელი წყლის მარაგი და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს სახლებთან არსებული წყლის სატუმბი ოთახების შესახებ. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, წყლის სატუმბი ოთახებს მივამაგრებთ გენერატორებს, რათა კიევის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოთ სასმელი წყლით. ასევე მოიმარაგეთ ისეთი საკვები პროდუქტი, რომლებსაც სპეციალური შენახვის პირობები არ სჭირდება. მათ შორის, პური, ორცხობილები, დაკონსერვებული საკვები და ა.შ” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები