,,თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა, კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ემპათია არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ენჯეო, მათ დასკვნას არ აქვს არანაირი ფასი, მარტივია პასუხი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა გათავისუფლების იმედით, რაც კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა.

,,სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებიც არის მიღებული ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული, მაგალითად ამდენი ხნის განმავლობაში, თვეებია უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, ნუ ზომაზე მეტია მე მგონი ის ყურადღება რომელსაც იჩენს…

ზოგადად კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა, არ დაიწყო შიმშილობა?! თუ რაც იყო, გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საკვებს, ხო იყო ასეთი პერიოდი, მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით, ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები