,,გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო…მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გაუშვით”- ელისაშვილი პრემიერს

,,კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა,” – ამ სიტყვებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს  ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

დეპუტატის თქმით, საქართველო რუსი დეზერტირებით აივსო.

„ძალიან მაწუხებს ერთი რამ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ. განსაკუთრებით კი, შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი, ესენი არიან დეზერტირები და გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია და ყველა იმპერიალისტია. მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, არანაირი დემოკრატები მათ შორის არ არსებობენ, განსხვავება უბრალოდ ის არის, ზოგი უფრო ნაკლებად იმპერილისტია, ზოგი უფრო მეტად იმპერიალისტი. ჩამოვიდნენ. თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა. პრემიერ-მინისტრი ხართ, გაქვთ უფლებამოსილება, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გაუშვით, დააბრუნეთ თავის რუსეთში.

მინდა, პრემიერს ვკითხო, არ გაწუხებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადის? არ გაწუხებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები რომ დადიან? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ წუთებში, სოხუმის ციხეში რომ იტანჯება ვაჟკაცი ქართველი ბიჭი, ირაკლი ბებუა, სეპარატისტების დროშა რომ დაწვა და ამის გამო ცხრა წელი მისცეს, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭი ტყვეობიდან გამოვიხსნათ. ან რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქრისტინე თალაკანძე ჯაშუშობის ბრალდებით, ახალგაზრდა გოგო რომ დააკავეს აფხაზებმა. ჩვენ იმათ ენის სულ დებს და ძმებს ვეძახით, მაგრამ ისინი გვიბედავენ ყველაფერს. გალის რაიონში ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ ყველას. ჩვენი დები და ძმები. თქვენ რას აკეთებთ, როგორც პრემიერ-მინისტრი, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ და თავისუფლები გავხადოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები