,,პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ”- ირაკლი კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობაზე”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” რეალურად აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ”პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ”.

„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს, ოლიგარქიული გავლენები და ასე შემდეგ, ესეც არის თვითგანადგურება, როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც არის თვითგანადგურება. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები ნაცმოძრაობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები