,,მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები”- ანა ბუჩუკური

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ -ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ გამართული დებატების დროს.

 მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში  იყო მოწინავე.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე გეტყვით რა გააკეთეთ! 

 გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე  ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად ანუ მზად ხართ პირადად თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკური გუნდი სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მოახერხეთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში  იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს“ კონტექსტში.  მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. პირადად თქვენ და თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი,  წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით,  183%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

 

 

მსგავსი თემები