,,სენატორი შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და სამწუხაროდ დღემდე რჩება ” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინს „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრად მოიხსენიებს და სწორედ ამით ხსნის მის განცხადებებს როგორც საქართველოსთან თანამშრომლობის, ისე, დაფინანსების გადახედვაზე.

„ერთადერთი იყო სენატორი შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არავის უსაუბრია. შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღემდე რჩება, სამწუხაროდ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე შეფასებით, ამერიკული დაფინანსების დიდი წილი სწორედ არასამთავრობო სექტორზე მოდის და მათ ამ თანხას არავინ ჩამოაჭრის.

„გადახედვის თემაზე თქვა მხოლოდ ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი.  სხვას არ უსაუბრია არავის. ის დღემდე რჩება „ნაცმოძრაობის“ მეგობრად. ეს არის რეალობა.  რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე და მათ იმ თანხებს არავინ ჩამოაჭრის. ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. ანუ დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია. შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც არავინ გაიზიარებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები