,,უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

,,რუსეთი არის მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე” – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას რაკეტებით.

„რუსეთი რაკეტებით, ცდილობს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, დაარღვიოს ქვეყნის შესაძლებლობა უზრუნველყოს ელექტრომომარაგება, თბო მომარაგება”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი თემები